2015 წელი

ნოემბერი. სტუდენტთა მე-7 სამეცნიერო კონფერენცია "კულტურა, ისტორია, პოლიტიკა"

ნოემბერი. კულტურის კვლევათა ინსტიტუტის პრეზენტაცია განათლების კვირეულის ფარგლებში

ოქტომბერი. "ცივილიზაციათა დიალოგის" მე-13 მსოფლიო ფორუმი

სექტემბერი. მორიგი შეხვედრა DAAD პროექტის ფარგლებში

სექტემბერი. საერთაშორისო კონფერენცია ბუქარესტში

სექტემბერი. საერთაშორისო კონფერენცია სკოპიეში

აგვისტო. ისტორიკოსთა 22-ე მსოფლიო კონგრესი

ივნისი. საერთაშორისო კონფერენცია ჰაიფაში

მაისი. სამეცნიერო ფორუმი ბაქოში

მაისი. შეხვედრა კულტურული მრავალფეროვნების ლაბორატორიაში

მაისი. შეხვედრა კულტურული მრავალფეროვნების ლაბორატორიაში

აპრილი. სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია ერევანში

აპრილი. სტუდენტთა და პროფესორთა შეხვედრა აღვერანში

აპრილი. შეხვედრა ზურაბ გურიელიძესთან

მარტი. შეხვედრა კულტურული მრავალფეროვნების ლაბორატორიაში

თებერვალი. საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი იერუსალიმში

თებერვალი. წიგნის პრეზენტაცია



სტუდენტთა მე-7 სამეცნიერო კონფერენცია "კულტურა, ისტორია, პოლიტიკა"

2015 წლის 13 ნოემბერი


2015 წლის 13 ნოემბერს, კულტურის კვლევათა ინსტიტუტის ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა მე-7 სამეცნიერო კონფერენცია "კულტურა, ისტორია, პოლიტიკა". კონფერენციაზე საკუთარი ნაშრომები წარმოადგინეს კულტურის კვლევათა სასწავლო პროგრამის სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებმა. კონფერენციას ესწრებოდნენ კულტურის კვლევათა ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებლები, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს წაკითხული მოხსენებების განხილვასა და დისკუსიაში.

კულტურის კვლევათა ინსტიტუტის პრეზენტაცია განათლების კვირეულის ფარგლებში

2015 წლის 13 ნოემბერი

2015 წლის 13 ნოემბერს, განათლების კვირეულის ფარგლებში, გაიმართა კულტურის კვლევათა ინსტიტუტის პრეზენტაცია. პროფესორმა ნინო ჩიქოვანმა შეაჯამა ინსტიტუტის მიერ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა; აუდიტორიას გააცნო მიმდინარე და დასრულებული სამეცნიერო-კვლევით პროექტები, რომლებშიც მონაწილეობდნენ კულტურის კვლევათა მიმართულების პროფესორები და სტუდენტები. მომხსენებელმა ისაუბრა სამეცნიერო პუბლიკაციებზე, საერთაშორისო კონფერენციებსა და გაცვლით პროგრამებზე, რომლებშიც აქტიურად არიან ჩართული კულტურის კვლევათა ინსტიტუტის სხვადასხვა საფეხურის სტუდენტები.

"ცივილიზაციათა დიალოგის" მე-13 მსოფლიო ფორუმი

2015 წლის 8-12 ოქტომბერი


2015 წლის 8-12 ოქტომბერს პროფესორი ნინო ჩიქოვანი მონაწილეობდა "ცივილიზაციათა დიალოგის" მე-13 მსოფლიო ფორუმის (როდოსის ფორუმი 2015) მუშაობაში როდოსზე (საბერძნეთი), სადაც წარმოადგინა მოხსენება "კულტურული თვითშეგნების აღზრდა და ინტერკულტურული დიალოგის ხელშეწყობა განათლების მეშვეობით (საქართველოს მაგალითი)".

მორიგი შეხვედრა DAAD პროექტის ფარგლებში

2015 წლის 23-27 სექტემბერი

2015 წლის 23-27 სექტემბერს თბილისში გაიმართა კონფერენცია-სემინარი თემაზე "ჩემი - შენი - ჩვენი: ლოკალური ავთენტურობა და კულტურული მრავალფეროვნება როგორც შერიგების რესურსი სამხრეთ კავკასიაში". პროექტი დაფინანსებულია DAAD მიერ; მასში ჩართული არიან მეცნიერები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და გერმანიიდან (ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი). მოხსენებები წარმოადგინეს კულტურის კვლევათა ინსტიტუტის პროფესორებმა ნინო ჩიქოვანმა, ქეთევან კაკიტელაშვილმა, ივანე წერეთელმა და ირაკლი ჩხაიძემ. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ კულტურის კვლევათა საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები თინათინ სოზიაშვილი, მარიამ კობახიძე, სოფიო ბილანიშვილი, დავით ხურცილავა და თამთა კონჯარია.

საერთაშორისო კონფერენცია ბუქარესტში

2015 წლის 7-10 სექტემბერი


2015 წლის 7-10 სექტემბერს ბუქარესტში (რუმინეთი) ჩატარდა კულტურის ისტორიის საერთაშორისო საზოგადოების (ISCH) ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია. მოხსენება "საბჭოთა დრო პოსტსაბჭოთა მეხსიერებაში. როგორ კონსტრუირდებოდა ახალი მეხსიერება საქართველოში" წარმოადგინა პროფესორმა ნინო ჩიქოვანმა.

საერთაშორისო კონფერენცია სკოპიეში

2015 წლის 3-5 სექტემბერი


2015 წლის 3-5 სექტემბერს სკოპიეში (მაკედონია) ჩატარდა კულტურისა და კულტურის კვლევების ცენტრის III საერთაშორისო კონფერენცია "იდენტობა და კულტურა". მის მუშაობაში უკვე მეორედ მონაწილეობდნენ და მოხსენებები წარმოადგინეს პროფესორებმა ნინო ჩიქოვანმა და ქეთევან კაკიტელაშვილმა.

ისტორიკოსთა 22-ე მსოფლიო კონგრესი

2015 წლის 23-29 აგვისტო


2015 წლის 23-29 აგვისტოს ჯინანში (ჩინეთი) გაიმართა საისტორიო მეცნიერებათა 22-ე საერთაშორისო კონგრესი. ისტორიკოსთა ეს ყველაზე დიდი ფორუმი 1900 წლიდან ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება. კონგრესზე მოხსენებები წარმოადგინეს პროფესორმა ნინო ჩიქოვანმა ("ვინ არის "სხვა"? იდენტობის კონსტრუირება საისტორიო განათლების მეშვეობით პოსტსაბჭოთა საქართველოში") და დოქტორანტმა ირაკლი ჩხაიძემ ("ქართული ფეხბურთი: ნაციონალიზმის ისტორიის სარკე გლობალიზაციის ეპოქაში").

საერთაშორისო კონფერენცია ჰაიფაში

2015 წლის 30 ივნისი - 2 ივლისი


2015 წლის 30 ივნისს-2 ივლისს ჰაიფაში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "მულტიკულტურალიზმი, ბავშვთა უფლებები და მსოფლიო მოქალაქეობა", რომელზეც მოხსენებები წარმოადგინეს კულტურის კვლევათა ინსტიტუტის პროფესორებმა ნინო ჩიქოვანმა და ქეთევან კაკიტელაშვილმა.

სამეცნიერო ფორუმი ბაქოში

2015 წლის 19-20 მაისი


2015 წლის 19-20 მაისს ბაქო მასპინძლობდა ინტერკულტურული და ინტერრელიგიური დიალოგის კათედრების საერთაშორისო ფორუმს, რომელიც ორგანიზებული იყო ინტერკულტურული დიალოგის მე-3 მსოფლიო ფორუმის ფარგლებში, იუნესკოს, KAICIID-ისა და აზერბაიჯანის კულტურის და ტურიზმის სამინისტროს თანამშრომლობით. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობდა თსუ ინტერკულტურული დიალოგის კათედრის გამგე, პროფესორი ნინო ჩიქოვანი.

შეხვედრა კულტურული მრავალფეროვნების ლაბორატორიაში

2015 წლის 20 მაისი


2015 წლის 20 მაისს კულტურული მრავალფეროვნების ლაბორატორიას თსუ პროფესორი, ანთროპოლოგი ქეთევან ხუციშვილი ესტუმრა. დისკუსიის თემა იყო "წარმოსახვითის გავლენა სოციალურ ინტერაქციაზე (სიზმარი ქართულ ყოფაში)".

შეხვედრა კულტურული მრავალფეროვნების ლაბორატორიაში

2015 წლის 7 მაისი


2015 წლის 7 მაისს კულტურული მრავალფეროვნების ლაბორატორიას თეოლოგი ბექა მინდიაშვილი ესტუმრა. გაიმართა დისკუსია თემაზე "კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნება საქართველოში."

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია ერევანში

2015 წლის 29-30 აპრილი


2015 წლის 29-30 აპრილს, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის კვლევათა დეპარტამენტის ორგანიზებით, ერევანში ჩატარდა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია "კულტურა, ისტორია და თანამედროვეობა", რომელშიც მონაწილეობდნენ თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კულტურის კვლევათა, არქეოლოგიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტების სტუდენტები.

სტუდენტთა და პროფესორთა შეხვედრა აღვერანში

2015 წლის 17-19 აპრილი

2015 წლის 17-19 აპრილს აღვერანში (სომხეთი) შედგა ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის "სომხეთ-საქართველოს თანამშრომლობის სტრატეგია აკადემიური თანამშრომლობისა და სტუდენტთა ჩართულობის გზით" მონაწილე სტუდენტთა და პროფესორთა პირველი შეხვედრა-სემინარი. პროექტი ინიცირებულია ეთნოლოგიური კვლევის ცენტრ "ჰაზარაშენისა" (სომხეთი) და საქართველოს ანთროპოლოგთა ასოციაციის მიერ. კულტურის კვლევათა ინსტიტუტიდან პროექტით გათვალისწინებულ კვლევაში ჩართული არიან მაგისტრანტები სალომე ხვადაგიანი, თამთა სიხარულიძე, დოქტორანტები ელენე ბოდაველი და ივეტა გოგავა. კულტურული იდენტობის პრობლემებზე მომუშავე ჯგუფს ხელმძღვანელობენ პროფესორები ნინო ჩიქოვანი და ივანე წერეთელი.

შეხვედრა ზურაბ გურიელიძესთან

2015 წლის 8 აპრილი


2015 წლის 8 აპრილს კულტურული მრავალფეროვნების ლაბორატორიას თბილისის ზოოპარკის დირექტორი, პროფესორი ზურაბ გურიელიძე ესტუმრა. თბილისისა და რუსთავის სკოლების მოსწავლეებსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ბ-ნი ზურაბ გურიელიძე ესაუბრა თემაზე "აქვს თუ არა ცხოველებს ისტორია და კულტურა?"

შეხვედრა კულტურული მრავალფეროვნების ლაბორატორიაში

2015 წლის 25 მარტი


2015 წლის 25 მარტს კულტურული მრავალფეროვნების ლაბორატორიას ჟურნალისტი ირაკლი კაკაბაძე ესტუმრა. შეხვედრას დაესწრნენ თბილისისა და რუსთავის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეები და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. ირაკლი კაკაბაძემ ისაუბრა თემაზე "კულტურა და მედია".

საერთაშორისო სემინარი იერუსალიმში

2015 წლის 16-18 თებერვალი

2015 წლის 16-18 თებერვალს იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტი (ისრაელი) მასპინძლობდა საერთაშორისო სამეცნიერო სემინარს "ებრაული იდენტობა საქართველოში გლობალიზაციის გარიჟრაჟზე", რომელიც ორგანიზებული იყო მაინის ფრანკფურტის გოეთეს ინსტიტუტისა და ებრაული ცივილიზაციის საუნივერსიტეტო სწავლების საერთაშორისო ცენტრის (იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტი) მიერ, ფოლკსვაგენის ფონდის მიერ დაფინანსებული ამავე სახელწოდების პროექტის ფარგლებში. სემინარზე სამეცნიერო მოხსენებები წარმოადგინეს კულტურის კვლევათა ინსტიტუტის თანამშრომლებმა: პროფ. ნინო ჩიქოვანმა ("იმპერიული გამოწვევები და ადგილობრივი პასუხები: საქართველო 1860-1917 წლებში"), ასოც. პროფ. ქეთევან კაკიტელაშვილმა ("ებრაული იდენტობის ნარატივები საქართველოში (1860-1900)"), დოქტორანტმა ირაკლი ჩხაიძემ ("ებრაული იდენტობის საკითხები საქართველოში: ძირითადი ავტორები და პერიოდული გამოცემები (1860-1900").

წიგნის პრეზენტაცია

2015 წლის 5 თებერვალი

2015 წლის 5 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა ახალი სამეცნიერო გამოცემის - "იდენტობის ნარატივები საქართველოში: მრავალეთნიკური ქართველი ერის სათავეებთან (1860-1918)" - პრეზენტაცია. ნაშრომი შესრულებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტის ფარგლებში. წიგნის ავტორები არიან თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კულტურის კვლევათა ინსტიტუტის პროფესორები ნინო ჩიქოვანი, ირაკლი ჩხაიძე, ივანე წერეთელი, დავით მაცაბერიძე და ქეთევან კაკიტელაშვილი.

0179, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 3 (II კორპ.), ოთახი 162
ტელ: (+995 32) 229 08 44
ელ-ფოსტა: tsuculturologia@yahoo.com    icstbilisi@gmail.com
copyright © 2003-2016 კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი