2014 წელი

ოქტომბერი. საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში

სექტემბერი-ოქტომბერი. საერთაშორისო სემინარი DAAD პროექტის ფარგლებში

სექტემბერი. საერთაშორისო სემინარი კიშინიოვში

ივლისი. საერთაშორისო კონგრესი პარიზში

ივლისი. საერთაშორისო კონფერენცია ბაქოში

ივნისი. საერთაშორისო სემინარი სტამბოლში

ივნისი. საერთაშორისო კონფერენცია ბუდაპეშტში

ივნისი. პროფესორ რადელიჩის ლექცია

ივნისი. სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

მაისი. AUF პროექტის ფინალური შეხვედრა ბუქარესტში

მაისი. ტემპუსის კონსორციუმის შეხვედრა ახალციხეში

მაისი. საჯარო ლექცია "საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბში"

მარტი. კონფერენცია ტემპუსის პროექტის ფარგლებში

თებერვალი. საჯარო ლექცია "საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბში"

თებერვალი. კონფერენცია ტემპუსის პროექტის ფარგლებში



საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში

2014 წლის 24–26 ოქტომბერი


2014 წლის 24-26 ოქტომბერს ბათუმში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "ჰუმანიტარული მეცნიერებები ინფორმაციულ საზოგადოებაში-2". კულტურის კვლევათა ინსტიტუტის პროფესორმა ნინო ჩიქოვანმა კონფერენციაზე წარმოადგინა მოხსენება "მეხსიერების კონსტრუირების პრობლემები პოსტსაბჭოთა საქართველოში: მეხსიერების ადგილები და ძეგლების ომი", ხოლო ამავე ინსტიტუტის დოქტორანტმა მარიამ ჭინჭარაულმა - "მასობრივი კულტურის ტრანსფორმაცია მე-20 საუკუნის მუსიკალურ ხელოვნებაში".

საერთაშორისო სემინარი თბილისში

2014 წლის 29 სექტემბერი - 4 ოქტომბერი

2014 წლის 29 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე თბილისში, DAAD მხარდაჭერით, გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი "ნაციონალისტური ისტორიული მითების დეკონსტრუქცია," რომელშიც მონაწილეობდნენ სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის მეცნიერები, სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჟურნალისტები. პროექტის ხელმძღვანელია ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესორი ევა-მარია აუხი. მოხსენებები წარმოადგინეს ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის კვლევათა ინსტიტუტის პროფესორებმა ნინო ჩიქოვანმა, ივანე წერეთელმა, ირაკლი ჩხაიძემ. სემინარის მუშაობაში მონაწილეობდნენ სტუდენტები თამთა სიხარულიძე, სალომე ხვადაგიანი, შალვა ჯავახია, გიორგი კაკაბაძე, ეთერ კოტრიკაძე, გვანცა მამარდაშვილი.

საერთაშორისო სემინარი კიშინიოვში

2014 წლის 3-9 სექტემბერი

3-9 სექტემბერს, ლაიპციგის უნივერსიტეტის მოლდოვას ინსტიტუტისა და მოლდოვას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში, კიშინიოვში (მოლდოვა) ჩატარდა საერთაშორისო სემინარი "საზღვრები და რეგიონები. აღქმა და ცვლილებები ევროპული ინტეგრაციის კონტექსტში". შეხვედრა დაფინანსებული იყო DAAD მიერ. სემინარის მუშაობაში მონაწილეობდნენ პროფესორები და სტუდენტები გერმანიიდან, მოლდოვადან, უკრაინიდან, საქართველოსა და სომხეთიდან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოდგენილი იყო სამი მონაწილით: კულტურის კვლევათა ინსტიტუტის პროფესორი ნინო ჩიქოვანი, მაგისტრანტი სალომე ხვადაგიანი და ბაკალავრიატის სტუდენტი შალვა ჯავახია.

საერთაშორისო ებრაული კვლევების ევროპული ასოციაციის X კონგრესი პარიზში

2014 წლის 20-24 ივლისი

კულტურის კვლევათა ინსტიტუტის პროფესორი ნინო ჩიქოვანი და ასისტენტ პროფესორი ირაკლი ჩხაიძე მონაწილეობდნენ საერთაშორისო ებრაული კვლევების ევროპული ასოციაციის კონგრესის მუშაობაში, რომელიც გაიმართა პარიზში, სორბონაში, უმაღლესი განათლების პრაქტიკული სკოლისა და უმაღლესი პედაგოგიური სკოლის ორგანიზებით. მათ მიერ კონგრესზე წარმოდგენილი მოხსენებები (ნინო ჩიქოვანი, "საქართველოს ებრაელთა იდენტობის ნარატივის ისტორიული და ისტორიოგრაფიული კონტექსტი", ირაკლი ჩხაიძე, "ქართველ ებრაელთა საკითხი მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართულ პერიოდიკაში") ასახავდა პროექტის - "ებრაული იდენტობა საქართველოში გლობალიზაციის გარიჟრაჟზე" - ფარგლებში მიმდინარე კვლევის შედეგებს.

IV საერთაშორისო კონფერენცია ბაქოში

2014 წლის 8-9 ივლისი


2014 წლის 8-9 ივლისს ბაქოში გაიმართა IV საერთაშორისო კონფერენცია "მდგრადი განვითარების კულტურა: უნივერსალურ და ეროვნულ ფასეულობათა ურთიერთქმედება". კონფერენცია ორგანიზებული იყო იუნესკოს საქმეთა აზერბაიჯანის ეროვნული კომისიისა და აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს კულტუროლოგიის ცენტრი. კონფერენციაზე პროფესორმა ნინო ჩიქოვანმა წარმოადგინა მოხსენება "გლობალიზაცია: ქართული კულტურის პრობლემები და პერსპექტივები".

სემინარი საერთაშორისო პროექტის ფარგლებში

2014 წლის 14-16 ივნისი


14-16 ივნისს სტამბოლში შედგა შეხვედრა პროექტის "საისტორიო განათლება და ქართულ-ოსური ურთიერთობები" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია COBERM-ის მიერ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ კულტურის კვლევათა ინსტიტუტის პროფესორები ნინო ჩიქოვანი და ივანე წერეთელი. განხილული იყო კონფლიქტური ნარატივების დაძლევის პრობლემები ისტორიის სწავლების პროცესში. შეჯამდა გაწეული მუშაობის შედეგები.

საერთაშორისო კონფერენცია ბუდაპეშტში

2014 წლის 12-14 ივნისი


12-14 ივნისს ბუდაპეშტში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "ნაციონალისტური პასუხები ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისზე", რომლის ორგანიზატორები იყვნენ ნაციონალიზმის კვლევის პროგრამა და ნაციონალიზმის კვლევის ასოციაცია (ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი). კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა პროფესორი ნინო ჩიქოვანი, რომელმაც წაიკითხა მოხსენება თემაზე "ძეგლების ომი და მეხსიერების კონსტრუირების პრობლემები პოსტსაბჭოთა საქართველოში".

კულტურის კვლევათა ინსტიტუტს უცხოელი კოლეგა ეწვია

2014 წლის 6 ივნისი


6 ივნისს კულტურის კვლევათა ინსტიტუტი მასპინძლობდა აღმოსავლეთ ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორ ბრანისლავ რადელიჩს, რომელმაც სტუდენტებისათვის წაიკითხა ლექცია თემაზე: "ევროპული გამოწვევები: კრიზისი, შემდგომი გაფართოება და ევროპული იდენტობა".

სტუდენტთა მე-6 სამეცნიერო კონფერენცია "კულტურა, ისტორია, პოლიტიკა"

2014 წლის 6 ივნისი


6 ივნისს ჩატარდა სტუდენტთა ტრადიციული, მე-6 სამეცნიერო კონფერენცია "კულტურა, ისტორია, პოლიტიკა", რომლის ორგანიზატორია კულტურის კვლევათა ინსტიტუტი. კონფერენციაზე მოხსენებები წარმოადგინეს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებმა.

AUF პროექტის ფინალური შეხვედრა ბუქარესტში

2014 წლის 30-31 მაისი

30-31 მაისს ბუქარესტში გაიმართა ფრანკოფონური საუნივერსიტეტო სააგენტოს პროექტშის "იდენტობის ჩამოყალიბების მექანიზმები და მისი ვარიანტები: "უცხო" და "ავტოქტონი" სუბსაჰარულ, ჩრდილოაფრიკულ და აღმოსავლეთ ევროპის ფრანკოფონურ საზოგადოებებში" ფინალური შეხვედრა, რომელშიც პარტნიორებთან (ძველი ისტორიის, არქეოლოგიის და ხელოვნების ისტორიის დეპარტამენტი, ბუქარესტის უნივერსიტეტი, რუმინეთი; ისტორიის დეპარტამენი, ჰუმანიტარულ მეცნირებათა ფაკულტეტი, შეიხ ანტა დიოპის უნივერსიტეტი, დაკარი, სენეგალი; აფრიკული კვლევების ინსტიტუტი, მოჰამედ V სუისის უნივერსიტეტი, რაბათი, მაროკო) ერთად მონაწილეობდა კულტურის კვლევათა ინსტიტუტის წარმომადგენელი ირაკლი ჩხაიძე.

ტემპუსის კონსორციუმის შეხვედრა ახალციხეში

2014 წლის 26-29 მაისი

26-29 მაისს ტემპუსის პროექტის "მულტიკულტურული განათლებისა და კულტურული მრავალფეროვნების აღზრდის კურიკულუმის რეფორმის საერთაშორისო მოდელის განვითარება" ფარგლებში გაიმართა კონსორციუმის მორიგი შეხვედრა ახალციხეში, სადაც თავი მოიყარეს პროექტის მონაწილეებმა საქართველოდან, ისრაელიდან, ესტონეთიდან და ავსტრიიდან. კონსორციუმის მუშაობაში მონაწილეობდა პროფესორი ნინო ჩიქოვანი. შეჯამდა გაწეული მუშაობის შედეგები, მათ შორის, განხილულ იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კულტურის კვლევათა საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში ორი სასწავლო კურსის პილოტირების მიმდინარეობა. განისაზღვრა სამომავლო მუშაობის პერსპექტივები.

საჯარო ლექცია "საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბში"

2014 წლის 17 მაისი


17 მაისს "საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბში“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნინო ჩიქოვანმა წაიკითხა ლექცია თემაზე „ჩრდილოეთ კავკასია: ეთნიკური და კულტურული სურათი“. ტრადიციულად, ლექციას მოჰყვა კითხვები და საინტერესო დისკუსია.

კონფერენცია ტემპუსის პროექტის ფარგლებში

2014 წლის 23-30 მარტი

23-30 მარტს ტემპუსის პროგრამა DOIT-ის (კურიკულუმის რეფორმის საერთაშორისო მოდელის განვითარება მულტიკულტურული განათლებისა და კულტურული მრავალფეროვნების ტრენინგში) მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან იმყოფებოდნენ ისრაელში, სადაც მონაწილეობა მიიღეს ბერ შევას კეის აკადემიური კოლეჯის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში. პროფესორმა ნინო ჩიქოვანმა წარმოადგინა მოხსენება "კულტურული კომპეტენციის პრობლემები საქართველოში: მულტიკულტურული განათლების გამოწვევათა პირისპირ". გარდა ამისა, იგი მონაწილეობდა შეხვედრებში ისრაელელ პარტნიორებთან გორდონის, სახნინისა და სეპირის კოლეჯებში. ისრაელელი პარტნიორებმა ქართველ კოლეგებს შესთავაზეს უაღრესად საინტერესო და შთამბეჭდავი ტური ისრაელის სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ.

საჯარო ლექცია "საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბში"

2014 წლის 12 თებერვალი

12 თებერვალს "საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბმა" მორიგი ღონისძიება გამართა, რომელიც საბჭოთა ოკუპაციის შესახებ დაგეგმილი ღონისძიებების ციკლის ფარგლებში განხორციელდა. კლუბს სტუმრობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის კვლევების ინსტიტუტის ხლემძღვანელი, პროფესორი ნინო ჩიქოვანი, რომელმაც წაიკითხა ლექცია თემაზე "კოლექტიური მეხსიერება და ძეგლების ბედი". შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხისა და საინტერესო დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

კონფერენცია ტემპუსის პროექტის ფარგლებში

2014 წლის 3-5 თებერვალი

2014 წლის 3-5 თებერვალს, ტემპუსის პროექტის "მულტიკულტურული განათლებისა და კულტურული მრავალფეროვნების აღზრდის კურიკულუმის რეფორმის საერთაშორისო მოდელის განვითარება" ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა კონფერენცია „აკადემიური პერსონალის ტრენინგი მულტიკულტურული განათლების ხელშეწყობისათვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში: DOIT-ის კურიკულუმის რეფორმა“. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ კულტურის კვლევათა ინსტიტუტის პროფესორები ნინო ჩიქოვანი და ქეთევან კაკიტელაშვილი.

0179, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 3 (II კორპ.), ოთახი 162
ტელ: (+995 32) 229 08 44
ელ-ფოსტა: tsuculturologia@yahoo.com    icstbilisi@gmail.com
copyright © 2003-2016 კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი