2011 წელი

დეკემბერი. კოლოკვიუმი "ადამიანი, საზოგადოება, კულტურა"

დეკემბერი. პროფესორ გიორგი ლობჟანიძის შეხვედრა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებთან

ნოემბერი. კოლოკვიუმი "ადამიანი, საზოგადოება, კულტურა"

ნოემბერი. პროფესორ გიორგი ნიჟარაძის შეხვედრა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებთან

ნოემბერი. კოლოკვიუმი "ადამიანი, საზოგადოება, კულტურა"

ნოემბერი. პროფესორ მალხაზ მაყაშვილის შეხვედრა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებთან

ოქტომბერი. ტრენინგი საგანში "მსოფლიო კულტურა"

სექტემბერი. "მსოფლიო კულტურა" სკოლაში

სექტემბერი. საერთაშორისო კონფერენცია იუნესკოს ეგიდით

სექტემბერი. საერთაშორისო კონფერენცია "რელიგიური თემებისა და სამოქალაქო საზოგადოების როლი და პასუხისმგებლობა სამხრეთ კავკასიის კონფლიქტების მოგვარებაში"

ივლისი. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ახალი არჩევითი საგნის - "მსოფლიო კულტურა" - პედაგოგთა კონფერენცია

ივლისი. ნაციონალიზმისა და ეთნიკურობის კვლევების სამაგისტრო პროგრამის პირველი გამოშვება

ივნისი. სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია "კულტურა, ისტორია, პოლიტიკა"

ივნისი. "ქალაქური ცხოვრების წესი" - მორიგი შეხვედრა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებთან

მაისი. პროფესორ პალ ტამაშის შეხვედრა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებთან

მაისი. ექსკურსია ვარძიაში

მაისი. ვიზიტი გორის მე-8 საჯარო სკოლაში

მაისი. პროფესორ პალ ტამაშის ლექციები

აპრილი. შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან

მარტი. შეხვედრა სკოლის მასწავლებლებთან

მარტი. კოლოკვიუმი "ადამიანი, საზოგადოება, კულტურა"

მარტი. მემორანდუმი

იანვარი. ყოველწლიური სამეცნიერო წელიწდეულის "ცივილიზაციური ძიებანი" მე-7 ნომერი




კოლოკვიუმი "ადამიანი, საზოგადოება, კულტურა"

14 დეკემბერი 2011

2011 წლის 14 დეკემბერს შედგა კოლოკვიუმის "ადამიანი, საზოგადოება, კულტურა" მორიგი სხდომა. კულტურის მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა ანა კვიჟინაძემ წაიკითხა მოხსენება თემაზე "ბეჭდვითი კაპიტალიზმისა და ბეჭდვითი მედიის როლი ეროვნული იდენტობის ფორმირებაში (საქართველო მე-19 საუკუნის 60-70-იან წლებში)", მისი ოპონენტი იყო ასისტენტ პროფესორი დავით მაცაბერიძე. ტრადიციულად, მოხსენებას საინტერესო დისკუსია მოჰყვა, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები, ასევე კულტურის კვლევათა ინსტიტუტის პროფესორები.

პროფესორ გიორგი ლობჟანიძის შეხვედრა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებთან

7 დეკემბერი 2011

7 დეკემბერს კულტურული მრავალფეროვნების ლაბორატორიის სტუმარი პროფესორი გიორგი ლობჟანიძე გახლდათ. თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებთან ერთად, შეხვედრაში მონაწილეობდნენ თელავის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ვიდეოჩართვის გზით შემოგვიერთდნენ. საუბრის თემა იყო "კულტურული შოკი", რომელზეც გიორგი ლობჟანიძემ თავისი ირანული გამოცდილების საფუძველზე ისაუბრა. მოსწავლეების შეკითხვები, კულტურული შოკის გარდა, ირანის კულტურას, საქართველო-ირანის ისტორიულ და თანამედროვე ურთიერთობას, სტერეოტიპებს, მათი დაძლევის გზებს და სხვა საკითხებს ეხებოდა. შეუმჩნევლად გასული ორი საათი საკმარისი არ აღმოჩნდა მოსწავლეთა ინტერესის დასაკმაყოფილებლად.

კოლოკვიუმი "ადამიანი, საზოგადოება, კულტურა"

30 ნოემბერი 2011

2011 წლის 30 ნოემბერს შედგა კოლოკვიუმის "ადამიანი, საზოგადოება, კულტურა" მორიგი სხდომა. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა თამთა სიხარულიძემ წაიკითხა მოხსენება თემაზე: "ინტერკულტურული დიალოგი - პრევენციული დიპლომატიის ინსტრუმენტი". მომხსენებელს ოპონენტობას უწევდა პროფესორი ქეთევან კაკიტელაშვილი. წარმოდგენილი იყო ფრაგმენტები ორი დოკუმენტური ფილმიდან, რომელთა განხილვამ კიდევ უფრო საინტერესო გახადა დისკუსია.

პროფესორ გიორგი ნიჟარაძის შეხვედრა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებთან

24 ნოემბერი 2011

კულტურული მრავალფეროვნების ლაბორატორიას პროფესორი გიორგი ნიჟარაძე ესტუმრა. თბილისისა და რუსთავის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებთან საუბრის თემა იყო "კულტურის უნივერსალიები". ადამიანი როგორც ბიოლოგიური და სოციალური არსება, სიცოცხლის უზრუნველყოფის ფორმები, ხელოვნება, რელიგია და მითი როგორც კულტურის უნივერსალიები, დროის აღქმა სხვადასხვა კულტურაში, მსგავსებები და განსხვავებები კულტურებს შორის - ამ საკითხებმა მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. დაისვა მრავალი შეკითხვა, აუდიტორია აქტიურად მონაწილეობდა დისკუსიაში. ბ-ნი გიორგი ნიჟარაძე მოსწავლეებს დაპირდა, რომ რამდენიმე საინტერესო საკითხს, რომელთა განხილვა ამჯერად არ მოესწრო, მომავალ შეხვედრებზე განიხილავენ.

კოლოკვიუმი "ადამიანი, საზოგადოება, კულტურა"

17 ნოემბერი 2011

2011 წლის 17 ნოემბერს შედგა კოლოკვიუმის "ადამიანი, საზოგადოება, კულტურა" მორიგი შეხვედრა. ფილოლოგიის დოქტორმა, სოხუმის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ინოლა აფაქიძემ ისაუბრა თემაზე "ოსტენმანია: ჯეინ ოსტენის ფენომენი პოპკულტურაში". ოპონენტი პროფესორი ნინო ფირცხალავა გახლდათ. მომხსენებლის მიერ მრავალმხრივად და ამომწურავად გაშუქებულმა საკითხმა სტუდენტებისა და კოლეგების დიდი ინტერესი გამოიწვია. დაისვა მრავალი შეკითხვა, გამოითქვა საინტერესო მოსაზრებები.

პროფესორ მალხაზ მაყაშვილის შეხვედრა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებთან

9 ნოემბერი 2011

მუშაობა განაახლა კულტურული მრავალფეროვნების ლაბორატორიამ. მიმდინარე სასწავლო წელს ჩვენი პირველი სტუმარი იყო ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მალხაზ მაყაშვილი, რომელიც მოსწავლეებს ესაუბრა თემაზე: "გარემოს როლი ადამიანის აზროვნების განვითარებაში". შეხვედრაში მონაწილეობდნენ თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები. თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დახმარებით, განხორციელდა ვიდეოჩართვა გორის მე-8 (პედაგოგი ლელა კაკაშვილი), ზუგდიდისმე-4 (პედაგოგი ხათუნა დარასელია), თელავის მე-3 (პედაგოგი მანანა ჯაყელი), საგარეჯოს მე-4 (პედაგოგი ქეთევან ქვლივიძე), ქუთაისის 24-ე (პედაგოგი ჟოზეფინა გუგავა) საჯარო სკოლებთან. იმედი გვაქვს, რომ ვოდეოკონფერენციები რეგიონების სკოლების მონაწილეობით მომავალშიც გაგრძელდება.

ტრენინგი საგანში "მსოფლიო კულტურა"

ოქტომბერი 2011

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის ინიციატივით, იმ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პედაგოგებს, რომელთაც მიმდინარე სასწავლო წელს აირჩიეს ახალი საგანი "მსოფლიო კულტურა", ჩაუტარდათ ტრენინგები სწავლების მეთოდოლოგიასა და შინაარსობრივ საკითხებზე.
საქართველოს მასშტაბით 25 სატრენინგო ცენტრში ტრენინგები გაიარეს თბილისის, კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, იმერეთის, გურიის, აჭარის, რაჭა-ლეჩხუმის, სვანეთის, მცხეთა-მთიანეთის, აფხაზეთის, სამცხე-ჯავახეთის 550-მდე საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებმა.

"მსოფლიო კულტურა" სკოლაში

სექტემბერი 2011

კულტუროლოგიას სკოლებშიც ისწავლიან

საერთაშორისო კონფერენცია იუნესკოს ეგიდით

21-23 სექტემბერი 2011

2011 წლის 21-23 სექტემბერს პარიზში, იუნესკოს შტაბ-ბინაში გაიმართა საერთაშორისო სიმპოზიუმი "დიალოგის წინ: შიში, პასუხისმგებლობა და გზა ახალი ჰუმანიზმისაკენ". იუნესკოს ინტერკულტურული და ინტერრელიგიური კათედრების ქსელის წარმომადგენლებმა ავსტრალიიდან (პროფ. გარი ბაუმა), საფრანგეთიდან (დოქტ. პასკალ ბუკო), საქართველოდან (პროფ. ნინო ჩიქოვანი), ისრაელიდან (პროფ. ავივა დორონი, დოქტ. ალონ გოშენ-გოტშტეინი), ყაზახეთიდან (პროფ. ლაურა ერეკეშევა), ყირგიზეთიდან (დოქტ. ზამირაჰან კარაბაევა), მოლდოვადან (პროფ. ემილ დრაგნევი), რუსეთიდან (პროფ. დიმიტრი სპივაკი), ტაკიკეთიდან (დოქტ. მუნზიფახონ ბაბაჯანოვა) და აშშ-დან (პროფ. სტივენ შენკმანი) წარმოადგინეს და განიხილეს თავიანთი კვლევის შედეგები. მათ ასევე მონაწილეობა მიიღეს იუნესკოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში და განიხილეს საქმიანობის სამომავლო პერსპექტივები.

საერთაშორისო კონფერენცია "რელიგიური თემებისა და სამოქალაქო საზოგადოების როლი და პასუხისმგებლობა სამხრეთ კავკასიის კონფლიქტების მოგვარებაში"

19 სექტემბერი 2011

2011 წლის 19 სექტემბერს ავსტრიის რესპუბლიკის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა სამინისტრო მასპინძლობდა კონფერენციას "რელიგიური თემებისა და სამოქალაქო საზოგადოების როლი და პასუხისმგებლობა სამხრეთ კავკასიის კონფლიქტების მოგვარებაში", რომელიც ვენაში გაიმართა. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის კვლევათა ინსტიტუტის ინტერკულტურული დიალოგის იუნესკოს კათედრის გამგე, პროფესორი ნინო ჩიქოვანი.

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ახალი არჩევითი საგნის - "მსოფლიო კულტურა" - პედაგოგთა კონფერენცია

29 ივლისი 2011

29 ივლისს, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პედაგოგთა კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ახალი არჩევითი საგნის - "მსოფლიო კულტურა" - სწავლების საკითხებს. გასულ სასწავლო წელს საგანი პილოტირებას გადიოდა 12 საჯარო და 2 კერძო სკოლაში თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ამჯერად კონფერენციაზე მოწვეული იყვნენ როგორ საპილოტე სკოლების პედაგოგები, ასევე ისინი, რომელთა სკოლებმა 2011-2012 სასწავლო წელს უკვე აირჩიეს საგანი "მსოფლიო კულტურა", მათ შორის, თბილისის, კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, იმერეთის, გურიის, აჭარის, რაჭა-ლეჩხუმის, სვანეთის, მცხეთა-მთიანეთის, აფხაზეთის, სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლების მასწავლებლები.
კონფერენცია გახსნა და მის მუშაობას უძღვებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორი ნათია ჯოხაძე. მონაწილეებს მიესალმა და წარმატებული საქმიანობა უსურვა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ.
პედაგოგთა კონფერენციაში მონაწილეობდნენ ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის "მსოფლიო კულტურის" სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი ვლადიმერ ვარდოსანიძე, ამავე ჯგუფის კოორდინატორი ეკა წირღვავა, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერკულტურული დიალოგის იუნესკოს კათედრის პროფესორები ნინო ჩიქოვანი, ქეთევან კაკიტელაშილი, ივანე წერეთელი, ირაკლი ჩხაიძე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ნიჟარაძე.
საპილოტე სკოლების პედაგოგებმა წარმოადგინეს სამოდელო გაკვეთილები ცალკეულ თემებზე, ერთმანეთსა და დამსწრე კოლეგებს გაუზიარეს ერთი წლის მანძილზე დაგროვილი გამოცდილება. ფოტოგალერეა იხილეთ ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ვებ-გვერდზე.

ნაციონალიზმისა და ეთნიკურობის კვლევების სამაგისტრო პროგრამის პირველი გამოშვება

2011 წლის ივლისი

ნაციონალიზმის და ეთნიკურობის კვლევების სამაგისტრო პროგრამის პირველ გამოშვებას:

  • გურანდა ბოგველს
  • ეკატერინე მამრიკიშვილს
  • ვლადიმერ მინდელს
  • ხატია ჩაგელიშვილს
  • თინათინ ცოცხალაშვილს
  • დავით ხვედელიძეს

ვულოცავთ პროგრამის წარმატებით დასრულებას და მაგისტრის ხარისხის მიღებას. ვუსურვებთ წარმატებებს შემდგომ პროფესიულ საქმიანობაში.

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია "კულტურა, ისტორია, პოლიტიკა"

16 ივნისი 2011

16 ივნისს ჩატარდა სტუდენტთა ტრადიციული სამეცნიერო კონფერენცია "კულტურა, ისტორია, პოლიტიკა”, რომლის ორგანიზატორები იყვნენ კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი და ისტორიის ინსტიტუტის ძველი მსოფლიოს ისტორიისა და მედიევისტიკის მიმართულებები. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები. მოხსენებების განხილვასა და დისკუსიებში აქტიურად იყვნენ ჩართული დოქტორანტები და პროფესორები. კონფერენციის პროგრამა იხ. კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტის პროექტებში, ფოტოები - გალერეაში.

"ქალაქური ცხოვრების წესი" - მორიგი შეხვედრა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებთან

3 ივნისი 2011

3 ივნისს კულტურული მრავალფეროვნების ლაბორატორიის პროექტის ფარგლებში მოეწყო მორიგი შეხვედრა თბილისისა და საქართველოს რეგიონების ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორი ნათია ჯოხაძე.
შეხვედრის მთავარი ნაწილი იყო "მსოფლიო კულტურის" საგნობრივი პროგრამის ხელმძღვანელის, პროფესორ ვლადიმერ ვარდოსანიძის ლექცია-საუბარი თემაზე "ქალაქური ცხოვრების წესი".
დეტალური ინფორმაცია და ფოტოგალერეა იხილეთ ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ვებ-გვერდზე.

პროფესორ პალ ტამაშის შეხვედრა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებთან

11 მაისი 2011

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტთან არსებული კულტურული მრავალფეროვნების ლაბორატორიის მოწვევით, უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი პალ ტამაში თბილისის, რუსთავისა და საგარეჯოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებს შეხვდა.
"როგორი იქნება მსოფლიო, რომელშიც თქვენ იცხოვრებთ?" – ამ საკითხზე პროფესორსა და მოსწავლეებს შორის საინტერესო საუბარი გაიმართა. ფოტოები იხილეთ კულტურული მრავალფეროვნების ლაბორატორიის პროექტებში.

ექსკურსია ვარძიაში

9 მაისი 2011

კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტის თანამშრომლები და დოქტორანტები სტუმართან, პროფესორ პალ ტამაშთან ერთად ვარძიას ეწვივნენ.
ექსკურსიას საინტერესო მარშრუტი ქონდა: თბილისი - წალკა - ფარავნის ტბა - ფოკა - ახალქალაქი - ვარძია - ახალციხე - ბორჯომი - თბილისი. ფოტოები იხილეთ გალერეაში.

ვიზიტი გორის მე-8 საჯარო სკოლაში

6 მაისი 2011

იუნესკოს ინტერკულტურული დიალოგის კათედრის თანამშრომლები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, ქ. გორის #8 საჯარო სკოლას ეწვივნენ. ისინი დაესწრნენ ქ-ნი ლელა კაკაშვილის სამოდელო-შემაჯამებელ გაკვეთილს ახალ არჩევით საგანში "მსოფლიო კულტურა". სამოდელო გაკვეთილის თემა იყო კულტურის უნივერსალიები და მათი გამოვლენის ფორმები. დეტალური ინფორმაცია და ფოტოგალერეა იხილეთ ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ვებ-გვერდზე

პროფესორ პალ ტამაშის ლექციები

3-13 მაისი 2011

მიმდინარე წლის 3-13 მაისს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვევით, ჰუმანტარულ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტების დოქტორანტებისა და მაგისტრანტებისათვის სალექციო კურსი "პოსტსაბჭოთა განვითარება როგორც პოსტკოლონიალიზმი" წაიკითხა უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტის მოქმედმა და მიწვეულმა პროფესორმა პალ ტამაშმა.
პროფესორი პალ ტამაში ჩვენს ინსტიტუტს უკვე მეორედ სტუმრობდა. მისი პირველი ვიზიტი 2008 წლის დეკემბერში შედგა. მაშინ ლექციები გაცნობითი ხასიათისა იყო. ამჯერად სალექციო კურსს არჩევითი საგნის სტატუსი ქონდა და სტუდენტები, მისი წარმატებით გავლის შემთხვევაში, სასწავლო კრედიტს იღებენ.
პროფესორმა კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტს საჩუქრად გადასცა მდიდარი ელექტრონული ბიბლიოთეკა, რომლითაც ჩვენი უნივერსიტეტის სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტები და მკვლევრები ისარგებლებენ. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან

29 აპრილი 2011

2011 წლის 29 აპრილს გაიმართა შეხვედრა კულტურული მრავალფეროვნების ლაბორატორიის წარმომადგენლებსა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებსა და პედაგოგებს შორის. შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიის, რუსთავის #2 საჯარო სკოლის, თბილისის საგანმანათლებლო სკოლა-პანსიონ "მთიების", მარი ბროსეს სახელობის ფრანგულ-ქართული სკოლა-ლიცეუმის, საერო სკოლა "ბინულის", ილია ჭავჭავაძის სახელობის საგარეჯოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან არსებული სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები. ლაბორატორიის თანამშრომლებმა ისაუბრეს მუშაობის სავარაუდო გეგმასა და ჩასატარებელ ღონისძიებებზე. აუდიტორიის მხრიდან გამოითქვა მოსაზრებები ლაბორატორიის საქმიანობაში მოსწავლეების ჩართვის შესახებ. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს ახალი არჩევითი საგნის "მსოფლიო კულტურა" სწავლებასთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრის ფოტოები იხილეთ კულტურული მრავალფეროვნების ლაბორატორიის პროექტებში.

შეხვედრა სკოლის მასწავლებლებთან

28 მარტი 2011

2011 წლის 28 მარტს, კულტურული მრავალფეროვნების ლაბორატორიის (CDL) ინიციატივით, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მასწავლებლებთან. შეხვედრა საინფორმაციო-გაცნობით ხასიათს ატარებდა. ლაბორატორის წარმომადგენლებმა მასწავლებლებს გააცნეს სამოქმედო გეგმა და ამოცანები, რომლთა მიზანია თსუ-სა და საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს შორის ურთიერთობების გაღრმავება, მოსწავლეებისათვის მსოფლიოსა და საქართველოს კულტურული მრავალფეროვნების გაცნობა, არჩევით საგან "მსოფლიო კულტურისა" და, ზოგადად, კულტურის მეცნიერებების პოპულარიზაციაა.

კოლოკვიუმი "ადამიანი, საზოგადოება, კულტურა"

21 მარტი 2011

2011 წლის 21 მარტს შედგა კოლოკვიუმის "ადამიანი, საზოგადოება, კულტურა" მორიგი შეხვედრა. თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტმა სალომე ჭანტურიძემ წარმოადგინა მოხსენება თემაზე "მეფეთა სამოსი როგორც კულტურული იდენტობის ფენომენი (ერთიანი სამეფოს პერიოდის საქართველო)". ოპონენტი - პროფესორი ბეჟან ჟავახია.

მოხსენების განხილვაში აქტიურად მონაწილეობდნენ თსუ სხვადსხვა ფაკულტეტის სტუდენტები და დამსწრე პროფესორ-მასწავლებლები. დასმული შეკითხვები და გამოთქმული მოსაზრებები ხელს შეუწყობს სალომე ჭანტურიძეს მის მიერ საინტერესოდ და ორიგინალურად წარმოდგენილი საკითხის უფრო ღრმა და საფუძვლიან გააზრებაში.

მემორანდუმი

2011 წლის მარტი

2011 წლის 2 მარტს ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იუნესკოს ინტერკულტურული დიალოგის კათედრის ხელმძღვანელმა ნინო ჩიქოვანმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ ხელი მოაწერეს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს.

ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ შემუშავებული 2011-2016 წლების ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების საშუალო საფეხურზე 2011-2012 სასწავლო წლიდან X, XI, XII კლასებში არჩევითი კურსის სახით დაინერგება საგანი "მსოფლიო კულტურა". 2010-2011 სასწავლო წელს პროგრამა გადის პილოტირებას 12 საჯარო და 2 კერძო სკოლაში თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. საპილოტე მასლა მზადდება თსუ ინტერკულტურული დიალოგის იუნესკოს კათედრის თანამშრომელთა მიერ.

ყოველწლიური სამეცნიერო წელიწდეულის "ცივილიზაციური ძიებანი" მე-7 ნომერი

2011 წლის იანვარი

გამოიცა ყოველწლიური სამეცნიერო წელიწდეულის "ცივილიზაციური ძიებანი" მე-7 ნომერი. ტრადიციულად, მასში გამოქვეყნებულია ქართველ და უცხოელ მკვლევართა ნაშრომები კულტურის მეცნიერებათა, ისტორიის, ენათმეცნიერების, ლიტერატურათმცოდნეობის, სოციოლოგიის, ნაციონალიზმის კვლევათა სფეროდან. ქვეყნდება აგრეთვე უცხოელი ავტორის სამეცნიერო ნაშრომის ქართული თარგმანი.

0179, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 3 (II კორპ.), ოთახი 162
ტელ: (+995 32) 229 08 44
ელ-ფოსტა: tsuculturologia@yahoo.com    icstbilisi@gmail.com
copyright © 2003-2016 კულტურის მეცნიერებათა ინსტიტუტი